14 ივნისს, თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გასამართ UFC Freedom 250 ტურნირზე, ალექს პერეირა მძიმე წონაში დებიუტს სირელ განის წინააღმდეგ, დროებითი ქამრისთვის ბრძოლით აღნიშნავს.
თუ პერეირა მოიგებს, ის გახდება პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელიც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაეუფლება ტიტულს.
ჟუნიორ დოს სანტოსი, რომელმაც 2020 წელს განისთან ბრძოლა კეფაში მოხვედრილი იდაყვის გამო წააგო, დარწმუნებულია, რომ პერეირა ფრანგს ნოკაუტში ჩააგდებს:
„ვფიქრობ, ალექსი მას ნოკაუტში ჩააგდებს. პერეირა მუდმივ წნეხში ამბობს მეტოქეებს, იკავებს მათ სივრცეს და ელოდება მომენტს, რომ თავისი მძიმე დარტყმები გამოიყენოს. განისთან ეს აუცილებლად მოხდება.“
დოს სანტოსი დღემდე თვლის, რომ განის გამარჯვება მის წინააღმდეგ უსამართლო იყო, რადგან დარტყმა წესების დარღვევით, კეფის არეში მიიღო.
დოს სანტოსის დაბრუნება ნეტფლიქსზე
სანამ პერეირასა და განის ბრძოლა შედგება, თავად ჟუნიორ დოს სანტოსი ოქტაგონზე ამ უქმეებზე, 16 მაისს ბრუნდება. ის ნეტფლიქსის ისტორიულ ტურნირზე რობელის დესპაინეს დაუპირისპირდება. დოს სანტოსი მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება მას ფრენსის ნგანუსთან რევანშის შანსს მისცემს.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისის ტურნირზე, რომელსაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მასპინძლობს, პერეირა-განის გარდა, მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო დაპირისპირება იქნება.