მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი შეხვდებიან ერთმანეთს და ამით მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში უპრეცედენტო რეკორდს დაამყარებენ.
მათ მოიგეს ბოლო 20 ტურნირი, რომლებშიც ორივე მონაწილეობდა. მადრიდის 2024 წლის ტურნირს ანდრეი რუბლევი იგებს და სერია სწორად აქ იწყება.
01 როლან გაროსი 2024: ალკარასი
02 უიმბლდონი 2024: ალკარასი
03 ცინცინატი 2024: სინერი
04 აშშ-ის ღია პირველობა 2024: სინერი
05 პეკინი 2024: ალკარასი
06 შანხაი 2024: სინერი
07 ATP ფინალები 2024: სინერი
08 ავსტრალიის ღია პირველობა 2025: სინერი
09 რომი 2025: ალკარასი
10 როლან გაროსი 2025: ალკარასი
11 უიმბლდონი 2025: სინერი
12 ცინცინატი 2025: ალკარასი
13 აშშ-ის ღია პირველობა 2025: ალკარასი
14 პარიზი 2025: სინერი
15 ATP ფინალები 2025: სინერი
16 ავსტრალიის ღია პირველობა 2026: ალკარასი
17 დოჰა 2026: ალკარასი
18 ინდიან უელსი 2026: სინერი
19 მაიამი 2026: სინერი
20 მონტე-კარლო 2026: ალკარასი ან სინერი (ფინალი ხვალ)
ასეთი სერიების ყველაზე ახლო მაგალითები:
ფედერერი-ნადალი - ზედიზედ 15 ტურნირი (მარტი 2005 - აგვისტო 2006)
ბორგი-მაკენროი - ზედიზედ 14 ტურნირი (მარტი 1979 - ივნისი 1980)
ლენდლი-მაკენროი - ზედიზედ 13 ტურნირი (იანვარი 1984 - მაისი 1985)
ესპანელისა და იტალიელის ფინალური მატჩი 12 აპრილს გაიმართება.
VIDEO: მონტე კარლოში ფინალური წყვილი გაირკვა