მონტე კარლოს 1000-ქულიან მასტერზე პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი ალექსანდერ ზვერევი ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკას დაუპირისპირდა. მატჩი 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა და გერმანელის გამარჯვებით 3 სეტში (7-5, 6-7, 6-3) დასრულდა.
ზვერევის მეტოქე მე-7 ნომერ ფელიქს ოჟე-ალიასიმსა და მე-2 ნომერ იანიკ სინერს შორის გაირკვა. კანადელისა და იტალიელის მატჩი 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა და ამ უკანასკნელმა 2 სეტში (6-3, 6-4) გაიმარჯვა.
იანიკ სინერმა 1000-ქულიან მასტერსებზე ზედიზედ მე-20 მატჩი მოიგო და ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალის შედეგი გაიმეორა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში მოსახვედრად ალკარასი - ბუბლიკი და ვაშერო - დე მინორის წყვილები იბრძოლებენ.