ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის ტურნირის (250-ქულიანი) ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
საინტერესოა, რომ ნიკას დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 თამაშის გამართვა მოუწია - ჯერ პოლონელ დანიელ მიხალსკის 2 სეტში მოუგო, დამთავრებიდან დაახლოებით 3 საათში კი ავსტრიელ იურაი როდიონოვთან შეხვედრა დაიწყო და ისიც გამარჯვებით დაასრულა - 6:4; 0:6; 6:3.
ქართველი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ნომრად გახლდათ განთესილი. ძირითად ბადეში მისი მეტოქე ჯერჯერობით გამოცხადებული არაა.
ბასილაშვილი ATP-ის ამჟამინდელ რეიტინგში 129-ე პოზიციაზე იმყოფება.