VIDEO: ციკლში მეორე გამარჯვებისთვის - 21-წლამდელებმა მალტასთან მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშეს
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ხვალ, მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ლატვიასთან შეხვედრის მსგავსად, ვერც მალტელებთან ითამაშებს დავით ბუკია. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული - გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე.
6 ტურის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდს 6 ქულა აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და მე-3 ადგილოსან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო ერთით ქვემოთ მყოფ ლატვიას 1 ქულით უსწრებს. ხვალინდელ მეტოქე მალტას 0 ქულა და 0 გოლი აქვს.
საქართველოსა და მალტის 21-წლამდელთა ნაკრების თამაში 31 მარტს, 19:00 საათიდან, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999);
მცველები: ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (სამგურალი წყალტუბო), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი წყალტუბო);