ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის 250-ქულიან ტურნირზე გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელი ბოსნიელ დინო პრიმზიჩთან პირველ სეტში 4:6 დამარცხდა, მეორე პარტია კი ბრეიკით დაიწყო, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა სრულად მეტოქემ მოიპოვა - 4:6; 2:6.
ნიკამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 წრე გაიარა - ჯერ პოლონელ დანიელ მიხალსკის 2 სეტში მოუგო, შემდეგ კი ავსტრიელ იურაი როდიონოვთან შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით - 6:4; 0:6; 6:3.
ბასილაშვილი ATP-ის ამჟამინდელ რეიტინგში 129-ე პოზიციაზე იმყოფება.