ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის ძირითად ბადეში ვერ გავიდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში, ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ იან-ლენარ შტრუფს 2 სეტში აჯობა, ფინალში კი ჩილელ კრისტიან გარინს (ATP-ის რეიტინგის მე-100 ნომერი) შეხვდა და დასანანად წააგო.
პირველ სეტში ნიკა 5:2-ს იგებდა, 5:4-ზე სამი სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა შანსები ვერ გამოიყენა და პარტია 5:7 დათმო. მეორე სეტში ბრძოლა საერთოდ აღარ ყოფილა - 5:7; 0:6.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 129-ე ჩოგანია.