ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, ლივერპულთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ Canal+-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
"გვქონდა შანსები, კიდევ მეტი გოლი გაგვეტანა და უნდა გაგვეტანა კიდეც. კარგი თამაში ჩავატარეთ. კონცენტრირებულები უნდა დავრჩეთ - ენფილდზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იქნება. ჩვენ მზად ვართ", - თქვა კვარაცხელიამ.
უეფა-ს ვერსიით, ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სპეციალური ჯილდოც გადაეცა. ჯგუფი, რომელიც მატჩის MVP-ს გამოარჩევს, მის თამაშს ასე აფასებს:
"შესანიშნავი მეორე ტაიმი ფანტასტიკური გოლით დააგვირგვინა. რთულად შესაჩერებელმა გარემარბმა რამდენიმე შანსი შექმნა და ასევე რამდენიმე კარგი დაცვითი კონტრიბუცია ჰქონდა", - აღნიშნულია უეფა-ს ვებგვერდზე.
ასევე, კვარა ორივე გუნდში საუკეთესო იყო Flashscore-ის (შეფასება - 8.6), Sofascore-ისა (9.0) და Whoscored-ის (8.2) შეფასებებითაც.
კვარაცხელიამ და პსჟ-მ ლივერპული უფსკრულის პირას დააყენეს