სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გახსნით შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა ევერტონი მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. პირველ შემთხვევაში პენალტი ზუსტად ბრუნო ფერნანდეშმა შეასრულა, მეორე კი მარკუს რაშფორდმა.
აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში წითელ ეშმაკებს შანსი ალეხანდრო გარნაჩომ მოუტანა, რომელიც მანჩესტერის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერ ლიგის ერთ შეხვედრაში ორი პენალტი მოიპოვა.
ტენ ჰაგის გუნდმა 47 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება, ტოტენჰემი 3 ქულაშია, თუმცა ლონდონელებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ.
კომენტარები