2026-2027 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ბარსელონას ურთულესი კალენდარი არგუნა. ახალი ფორმატის მიხედვით, კატალონიელები ლიგის ფაზაში 8 სხვადასხვა გუნდს დაუპირისპირდებიან.
ბარსელონას კალენდარი ლიგის ფაზაში:
მანჩესტერ სიტი (შინ)
პსჟ (სტუმრად)
ასტონ ვილა (შინ)
სპორტინგი (სტუმრად)
ფეიენოორდი (შინ)
გალათასარაი (სტუმრად)
კომო (შინ)
საბაჰი (სტუმრად)
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი
წლევანდელი გათამაშება 36 გუნდისგან შედგება, რომლებიც ერთიან ლიგის ფაზაში იასპარეზებენ. თითოეული გუნდი 8 შეხვედრას ჩაატარებს 8 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ (4 მატჩი შინ, 4 სტუმრად).
საუკეთესო 8 გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გავა. მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები კი პლეი-ოფში ითამაშებენ დარჩენილი საგზურების მოსაპოვებლად, ხოლო 25-ე ადგილიდან ქვემოთ მყოფი კლუბები ტურნირს დაემშვიდობებიან.
ლიგის ფაზა სტარტს 2026 წლის 8 სექტემბერს აიღებს და 2027 წლის 27 იანვარს დასრულდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 2027 წლის 5 ივნისს, მადრიდში გაიმართება.
ვინ ვის ხვდება? - ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა