ნოვაკ ჯოკოვიჩის თქმით, რაფა ნადალის კარიერის დასრულება მისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.
„ჩემთვის, რაფას წასვლის შემდეგ მოტივაციის შენარჩუნება ძალიან რთული აღმოჩნდა.
მართლა არ მეგონა, რომ ასე იმოქმედებდა ჩემზე, მაგრამ დღემდე ვგრძნობ, რომ მას ჩემი რაღაც ნაწილი გაჰყვა და კორტზე გასვლის და ბრძოლის მოტივაციის დაბრუნება ჩემთვის დიდ გამოწვევად იქცა.
როცა რაფა ჩოგბურთიდან წავიდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორიც არასდროს არ მქონია.
ვიფიქრე: "კარგი, ახლა რა ვქნა? კორტზე გასვლის მოტივაციაც დავკარგე, თუმცა საბედნიეროდ, სხვა რაღაცებმა დამიბრუნა მუხტი და ახლა, ექვსი თვის შემდეგ, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს." - აღნიშნა სერბმა ლეგენდამ.