საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში გრენდ სლემების 24 გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორტების მასპინძელი კორენტინ მუტე დაამარცხა.
შეხვედრა 3 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა და ნოვაკის გამარჯვებით 6:3 6:2 7:6 (1) დასრულდა.
ნოვაკი მესამე წრეში სეტწაუგებლად გავიდა - პირველ წრეში მან ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი ასევე სამ სეტში (6:3 6:3 6:3) დაამარცხა.
მესამე წრეში ნოლეს მეტოქე დენის შაპოვალოვსა და ფილიპ მისოლიჩს შორის გამარჯვებული იქნება.