როლან გაროსის მესამე წრის მატჩში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა კარლოს ალკარასმა ბოსნიელი დამირ ჯუმჰური დაამარცხა.
მაროშანთან მატჩის მსგავსად, ალკარასს დღევანდელ შეხვედრაშიც ოთხი სეტი დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
ესპანელმა 3 საათსა და 12 წუთში 6:1 6:3 4:6 6:4 იმარჯვა და მეოთხე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ბენ შელტონი იქნება.