როლან გაროსის 1/8 ფინალში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, კარლოს ალკარასი ამერიკელ ბენ შელტონს დაუპირისპირდა და 4 სეტში (7-6, 6-3, 4-6, 6-4) დაამარცხა.
ესპანელი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ასევე ამერიკელ ტომი პოლს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ავსტრალიელ პოპირინს სძლია 3 სეტში.
ალკარასი ტიტულის დაცვას აგრძელებს. მისი მეოთხედფინალური მატჩი პოლთან 3 ივნისს გაიმართება, ტურნირი კი 8 ივნისს დასრულდება.