საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გრანდ სლემი - როლან გაროსი მიმდინარეობს, სადაც კაცთა და ქალთა მერვედფინალური წყვილები გაირკვა.
კაცები
სინერი - რუბლევი
ბუბლიკი - დრეიპერი
ზვერევი - გრიკსპორი
ნორი - ჯოკოვიჩი
მუსეტი - რუნე
ტიაფო - ალტმაიერი
პოპირინი - პოლი
შელტონი - ალკარასი
ქალები
საბალენკა - ანისიმოვა
სამსონოვა - ჟენგი
პაოლინი - სვიტოლინა
რიბაკინა - შვიონტეკი
ანდრეევა - კასატკინა
ბოისო - პეგულა
კისი - ბაპტისტი
ალექსანდროვა - გოფი
1/8 ფინალური ეტაპის მატჩები დღეს და ხვალ გაიმართება, ტურნირი კი 8 ივნისამდე გაგრძელდება.
როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონები კარლოს ალკარასი და იგა შვიონტეკი არიან, რომლებიც ჯერ-ჯერობით ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებენ.