საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში როლან გაროსის გრანდ სლემი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქალთა თანრიგში უკვე გაირვკა პირველი ნახევარფინალური წყვილი.
პირველ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში რეიტინგის პირველმა ნომერმა, არინა საბალენკამ ჩინელი ქინვენ ჟენგი 2 სეტში (7-6, 6-3) დაამარცხა.
საბალენკას მეტოქე ნახევარფინალში პოლონელი იგა შვიონტეკი იქნება, რომელმაც ასევე 2 სეტში (6-1, 7-5) მოუგო უკრაინელ ელენა სვიტოლინას.
დარჩენილ ორ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ანდრეევა ბოისონს, კისი კი კოკო გოფს დაუპირისპირდება.
საბალენკასა და შვიონტეკის მატჩი 5 ივნისს გაიმართება. როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი სწორედ პოლონელია, რომელიც ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს.