როლან გაროსზე ქალთა ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და გაირკვა თუ ვინ იბრძოლებს ფინალში ჩემპიონობისთვის.
პირველ შეხვედრაში არინა საბალენკა მოქმედ ჩემპიონ იგა შვიონტეკს დაუპირისპირდა და 3 სეტში (7-6, 4-6, 6-0) დაამარცხა.
საბალენკას მეტოქე ფინალში ამერიკელი კოკო გოფი იქნება, რომელმაც ფრანგ ლუა ბუასონს 2 სეტში (6-1, 6-2) სძლია.
საბალენკასა და გოფის ფინალური მატჩი 7 ივნისს გაიმართება.