VIDEO: პირველად დიდი სლემის ფინალში - ალკარასი სინერს დაუპირისპირდება
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში როლან გაროსის გადამწყვეტი ფაზა მიმდინარეობს. ქალთა თანრიგის შემდეგ ფინალური წყვილი კაცებშიც გაირკვა.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, კარლოს ალკარასი ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა და ფინალში გავიდა.
ესპანელი იტალიელს სეტებში 2-1 ამარცხებდა (4-6, 7-6, 6-0), მეოთხე სეტში კი გეიმების ანგარიში 2-0 იყო, როცა მუსეტი დაზიანების გამო თამაშიდან ჩაეხსნა და შეხვედრა ნაადრევად დასრულდა.
მეორე ნახევარფინალური მატჩი კი სრულად ჩატარდა, სადაც იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩს 3 სეტში (6-4, 7-5, 7-6) მოუგო და როლან გაროსის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.
გრანდ სლემის ფინალში კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის დაპირისპირებას პირველად ვიხილავთ.
ესპანელისა და იტალიელის ფინალური შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება, ქალთა ფინალი კი არინა საბალენკასა და კოკო გოფს შორის 7 ივნისს შედგება.