როლან გაროსის ნახევარფინალში იანიკ სინერთან (3-0) მარცხის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა თქვა, რომ შესაძლოა ეს მისი ბოლო მატჩი იყო ამ ტუნრირზე.
"შესაძლოა, ეს ბოლო მატჩი იყო, რომელიც აქ ვითამაშე. არ ვიცი. ამიტომაც ვიყავი უფრო ემოციური ბოლოს. თუ ეს ბოლო მატჩი იყო როლან გაროსზე, მშვენიერი იყო ატმოსფეროსა და იმის გათვალისწინებით, თუ რა მივიღე მაყურებლისგან.
კარიერის ამ ეტაპზე არ ვიცი, ხვალინდელი დღე რას მომიტანს. მე უბრალოდ წინსვლას ვაგრძელებ. შემდეგი უიმბლდონია, რომელიც ჩემი ბავშვობის საყვარელი ტურნრიია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მზად შევხვდე.
მგონია, ჩემი საუკეთესო შანსი კიდევ ერთი სლემის მოგების შესაძლოა უიმბლდონი იყოს. ან უფრო სწრაფ ჰარდის საფარზე, ავსტრალიაში.
ვამაყობ ჩემი მცდელობით და ამ ტურნირზე გამოსვლით იმის გათვალისწინებთ, რომ როლან გაროსს კარგ ფორმაში ვერ შევხვდი." - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
VIDEO: პირველად დიდი სლემის ფინალში - ალკარასი სინერს დაუპირისპირდება