VIDEO: 45 წლის ვენუს უილიამსი კორტს მოგებით დაუბრუნდა
23 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ჩოგბურთის 500-ქულიანი ტურნირი დაიწყო.
პირველ რაუნდში კორტზე 45 წლის ვენუს უილიამსის დაბრუნება ვიხილეთ.
ვენუსმა 2024 წლის მარტის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და რეიტინგის 35-ე ნომერ პეიტონ სტერნს დაუპირისპირდა. უილიამსმა 23 წლის მეტოქე 2 სეტში (6-3, 6-4 დაამარცხა) და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ვეტერანმა ამერიკელმა მატჩში 9 ეისი მიითვალა და 2023 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ვენუსი მომდევნო ეტაპზე პოლონელ მაგდალენა ფრეჩს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 24-ე ნომერია.