ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, კარლოს ალკარასი ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა.
მატჩი 4 სეტში ესპანელის გამარჯვებით (6-4, 5-7, 6-3, 7-6) დასრულდა და კარლოსი უიმბლდონის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.
ამერიკელთან გამარჯვება ალკარასისთვის ამ ტურნირზე ზედიზედ მე-20 მოგება აღმოჩნდა. მას უიმბლდონზე 2022 წლის შემდეგ არ წაუგია.
ესპანელის მეტოქე ფინალში იანიკ სინერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება. წინა ორ შემთხვევაში კარლოსმა საჩემპიონო შეხვედრაში სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.
ალკარასმა ფინალის გზაზე ფრიცთან ერთად მპეტში პერიკარი, დიალო, დავიდოვიჩ ფოკინა, ტომპსონი და ხაჩანოვი დაამარცხა.
კაცთა ფინალური მატჩი 13 ივლისს გაიმართება.
უიმბლდონის ქალთა ფინალური წყვილი ცნობილია