უიმბლდონის ქალთა მეორე ნახევარფინალურ მატჩში იგა შვიონტეკი ბელინდა ბენჩიჩს დაუპირისპირდა.
პოლონელმა შვეიცარიელი მეტოქე 2 სეტში (6-2, 6-0) დაამარცხა და უიმბლდონის ფინალში გავიდა.
ფინალურ შეხვედრაში შვიონტეკი ამანდა ანისიმოვას დაუპირისპირდება, რომელმაც რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა დაამარცხა.
რეიტინგის ლიდერი დამარცხდა - ანისიმოვა უიმბლდონის ფინალშია
24 წლის იგა გრანდ სლემის ფინალში მეექვსედ გავიდა, მას აქამდე ხუთივე ფინალი მოგებული აქვს, თუმცა უიმბლდონზე ეს მისი პირველი მცდელობა იქნება.
მისი 23 წლის ამერიკელი მეტოქე კი კარიერაში პირველი გრანდ სლემის მოგებას შეეცდება.
ფინალური მატჩი 12 ივლისს გაიმართება.