უიმბლდონზე ქალთა პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც არინა საბალენკა ამანდა ანისიმოვას დაუპირისპირდა.
სამსეტიანი ბრძოლა ანისიმოვას გამარჯვებით (6-4, 4-6, 6-4) დასრულდა და ამერიკელი წლევანდელი უიმბლდონის პირველი ფინალისტი გახდა.
23 წლის ჩოგბურთელი გრანდ სლემის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და თანაც მან ეს რეიტინგის პირველი ნომრის დამარცხებით მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ანისიმოვამ საბალენკას მე-6 ურთიერთშეხვედრა მოუგო.
ამასთან ამანდა 2004 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც უიმბლდონის ერთეულთა თანრიგის ფინალში გავიდა. მაშინ ეს სერენა უილიამსმა შეძლო.
ანისიმოვას მეტოქე ფინალში შვეიცარიელ ბენჩიჩსა და პოლონელ შვიონტეკს შორის გამარჯვებული იქნება. ქალთა ფინალი 12 ივლისს გაიმართება.