ლონდონში მიმდინარე უიმბლდონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და გაირკვა საუკეთესო ოთხეული.
დღეს იანიკ სინერმა ბენ შელტონს 3 სეტში (7-6, 6-4, 6-4) დაამარცხა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ფლავიო კობოლის 4 სეტში (6-7, 6-2, 7-5, 6-4) მოუგო.
ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალში კარიერაში მეთოთხმეტედ გავიდა, რითიც როჯერ ფედერერის რეკორდი (13) გააუმჯობესა.
სერბი 1/2 ფინალში რეიტინგის პირველ ნომერ იანიკ სინერს დაუპირისპირდება, მეორე წყვილში კი კარლოს ალკარასი კი ტეილორ ფრიცს შეხვდება.
მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ფინალი კი 13 ივლისს შედგება. უიმბლდონზე ზედიზედ 2-ჯერ კარლოს ალკარასისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება ვიხილეთ, ორივე შემთხვევაში ჩემპიონი ესპანელი გახდა.
უიმბლდონი - ქალთა ნახევარფინალური წყვილები ცნობილია