უიმბლდონზე ქალთა მეოთხედფინალური მატჩები დასრულდა და გაირკვა თუ რომელი 4 ჩოგბურთელი იბრძოლებს ფინალის საგზურისთვის.
საბალენკამ ზიგმუნდი 3 სეტში დაამარცხა, ანისიმოვამ პავლიუჩენკოვას სძლია 2 სეტში, შვიონტეკმა - სამსონოვას, ხოლო ბენჩიჩმა - ანდრეევას.
საბალენკა - ანისიმოვა
ბენჩიჩი - შვიონტეკი
ნახევარფინალური მატჩები 10 ივლისს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 12 ივლისს გაიმართება.