უიმბლდონზე 1/4 ფინალების პირველი დღე გაიმართა.
პირველები კორტზე ტეილორ ფრიცი და კარენ ხაჩანოვი გავიდნენ. ამერიკელმა მატჩის ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ხაჩანოვი ოთხ სეტში - 6:3 6:4 1:6 7:6 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.
შემდეგ კი უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე ბრიტანელი კამერონ ნორი და ტურნირის ბოლო ორი წლის გამარჯვებული კარლოს ალკარასი გავიდნენ.
ესპანელმა გამარჯვება საკმაოდ მარტივად და დამაჯერებლად 6:2 6:3 6:3 მოიპოვა და 1/2 ფინალში გავიდა.
კარლიტოსისთვის ეს უიმბლდონზე ზედიზედ მე-19 მოგებული მატჩი აღმოჩნდა და მან ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც სწორედ ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდება.