ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის 1/8 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექს დე მინორს დაუპირისპირდა.
სერბმა პირველი სეტის წაგების მიუხედავად, შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა და ავსტრალიელი 4 სეტში (1-6, 6-4, 6-4, 6-4) დაამარცხა.
ეს ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერაში მე-16 მეოთხედფინალია უიმბლდონზე.
ნოლე შემდეგ ეტაპზე იტალიელ ფლავიო კობოლის დაუპირისპირდება, რომელმაც მარინ ჩილიჩს მოუგო 3-1.
სერბისა და იტალიელის მატჩი 9 ივლისს გაიმართება. უიმბლდონი 13 ივლისს დასრულდება.