ვეტერანმა იტალიელმა ჩოგბურთელმა ფაბიო ფონინიმ პრესკონფერენცია შეკრიბა, რომელზეც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 2025 წლის სეზონი ფონინისთვის უკანასკნელი იქნებოდა. თუმცა, უიმბლდონზე კარლოს ალკარასთან 5-სეტიან მატჩში დამარცხების შემდეგ, იტალიელმა მიიჩნია, რომ სპორტიდან წასასვლელად ახლა იდეალური დროა და კარიერის დასასრულებლად სეზონის დამთავრებას აღარ დაელოდა.
38 წლის ფონინის საუკეთესო შედეგი გრენდ სლემებზე მეოთხედფინალია, რომელიც მან 2011 წელს როლან გაროსზე დააფიქსირა - ავსტრალიასა და ამერიკაში ის მაქსიმუმ მეოთხე რაუნდამდე მიდიოდა, უიმბლდონზე კი მესამე წრეს არასდროს გაცდენილა.
კარიერის განმავლობაში ფონინიმ 9 ტიტული მოიგო და 426 გამარჯვებასთან ერთად 395 მარცხი იწვნია.
ყველაზე მაღალი პოზიცია რეიტინგში ფაბიოს 2019 წლის ივლისში ეკავა - მეცხრე.