როლან გაროსის კაცთა თანრიგში 1/4 ფინალური წყვილები გაირკვა.
1/8 ფინალურ წყვილებში ერთი გამორჩეული სენსაცია მივიღეთ, როცა მეხუთე ნომრად განთესილი ჯეკ დრეიპერი ალექსანდრ ბუბლიკთან 4 სეტში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
მეოთხედფინალში კი ერთი განსაკუთრებით საინტერესო წყვილი გვაქვს, რომელშიც ტურნირის 3-გზის და გრენდ სლემების 24-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი შარშანდელ ფინალისტს, ალექს ზვერევს დაუპირისპირდება.
1/4 ფინალური წყვილები:
მუსეტი - ტიაფო
პოლი - ალკარასი
სინერი - ბუბლიკი
ზვერევი - ჯოკოვიჩი.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჯოკოვიჩის და ზვერევის ურთიერთშეხვედრებს სერბი ლეგენდა 8-5 ლიდერობს, თუმცა მათი ბოლო დაპირისპირება ავსტრალიის ღია პირველობაზე გერმანელმა მოიგო, როცა ნახევარფინალში პირველი სეტი 7:6 წაიღო, შემდეგ კი ნოლემ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
მატჩები 3 და 4 ივნისს გაიმართება.