მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
29 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, 2025 წლის სეზონის სტარტზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა მწვრთნელად თავისი ყოფილი მოწინააღმდეგე, ენდი მარეი აიყვანა.
თავდაპირველად გამოცხადდა, რომ მათი პარტნიორობა ავსტრალიის ღია პირველობას მოიცავდა. ტურნირის ნახევარფინალში ტრავმის გამო ჩახსნის შემდეგ, ჯოკოვიჩმა თქვა, რომ ჯერ არ იცის, გაგრძელდება თუ არა მისი თანამშრომლობა ბრიტანელთან.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარეიმ და ჯოკოვიჩმა შეთანხმებას მიაღწიეს და შოტლანდიელი ექს-პირველი ნომერი ნოვაკის მწვრთნელის რანგში მინიმუმ უიმბლდონამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ უიმბლდონი სეზონის მესამე გრენდ სლემია, რომელიც წელს 30 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლთ გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები