ჯონ ჯონსი ამბობს, რომ UFC მზად არ იყო, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ამ ზაფხულს ბრძოლისთვის 15 მილიონ დოლარზე მეტი გადაეხადა.
ადრეული ცნობების მიხედვით, მას 30 მილიონი დოლარი შესთავაზეს ტომ ასპინალთან ბრძოლისთვის და ის მზად იყო „საგრძნობლად ნაკლებიც“ მიეღო თეთრი სახლის ღონისძიებისთვის, თუმცა არა იმდენად ცოტა, რამდენიც 15 მილიონია.
„მე მზად ვიყავი, მსურველი ვიყავი და ფიზიკურადაც მზად ვიყავი ჩართვისთვის. მზად ვიყავი, ასპინალთან ბრძოლისთვის მოთხოვნილ თანხაზე მნიშვნელოვნად ნაკლებიც მიმეღო, მაგრამ ისინი ერთ დოლარსაც არ ამატებდნენ 15 მილიონზე. ვთვლიდი, რომ ჩვენი ბრძოლა უფრო მეტს იმსახურებდა.“ - წერს ჯონსი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯონ ჯონსისა და ალექს პერეირას ბრძოლაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს დაპირისპირება არ ჩაინიშნა.
,,თუ ასე ფიქრობთ, დღესვე გამათავისუფლეთ" - ჯონ ჯონსმა დანა უაითს უპასუხა