UFC-ის ლონდონის ღონისძიების წინ რომან დოლიძემ წონა ჩააბარა.
ქართველმა მებრძოლმა სასწორზე 186 ფუნტი (84.4 კგ.) დააფიქსირა. იდენტური წონა აჩვენა დოლიძის მეტოქემ, კრისტიან ლეროი დანკანმაც.
ასე და ამგვარად, მებრძოლებმა წონა წარმატებით ჩააბარეს და ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის.
რომან დოლიძე და კრისტიან ლეროი დანკანი ერთმანეთს UFC ლონდონის მთავარ ქარდზე დაუპირისპირდებიან, რომელიც 21 მარტს გაიმართება.
მერაბ დვალიშვილი: ,,რომან დოლიძის კუთხეში ვიქნები"

