2026 წლის პირველი ქართული ბრძოლა UFC-ში 21 მარტს, ლონდონში, გაიმართება.
ღონისძიების მთავარი ქარდის ერთ-ერთ ბრძოლაში ბათუმელი რომან დოლიძე (15-4-0) მიიღებს მონაწილეობას. საშუალო წონის დაპირისპირებაში დოლიძის მეტოქე ბრიტანელი კრისტიან ლეროი დანკანი (13-2-0) იქნება.
საშუალო დივიზიონის რეიტინგში რომან დოლიძე მე-11 ადგილზე იმყოფება, ლეროი დანკანი კი ტოპ 15-ში არ არის, თუმცა წარმატების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მისი გზა რეიტინგისკენ გაიხსნება.
ქართველმა თავისი ბოლო ბრძოლა გასული წლის აგვისტოში ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელთანაც მე-4 რაუნდში საბმიშენით დამარცხდა, მანამდე კი ზედიზედ 3 ბრძოლა ენტონი სმიტის, კევინ ჰოლანდისა და მარვინ ვეტორის წინააღმდეგ მოიგო.
ზედიზედ 3 მოგებით ხვდება დოლიძესთან ბრძოლას ლეროი დანკანი, რომელმაც 2025 წელს ანდრეი პულიაევი, ერიკ ანდერსი და მარკო ტულიო დაამარცხა.
მეინ ქარდი (00:00)
მოვსარ ევლოევი - ლერონ მერფი
ლუკ რაილი - მაიკლ ესველ ჯუნიორი
მაიკლ პეიჯი - სემ პატერსონი
ივო ბარანიევსკი - ოსტენ ლეინი
რომან დოლიძე - კრისტიან ლეროი დანკანი
კურტის კემპბელი - დანი სილვა
პრელიმები (21:00)
მეისონ ჯონსი - აქსელ სოლა
ნათანიელ ვუდი - ლოსენ კეიტა
ლუი საზერლენდი - ბრანდო პერიჩიჩი
მანტას კონდრატავიჩიუსი - ანტონიო ტროკოლი
მარიუ პინტუ - ფელიპე ფრანკო
შემ როკი - აბდულ-ქარიმ ალ-სელვადი
შანელ დაიერი - რავენა ოლივეირა
მელისა მალინსი - ლუანა კაროლინა