ტომ ასპინალი ჯონ ჯონსის მოთხოვნას, რომ UFC-დან გაეთავისუფლებინათ, გამოეხმაურა.
„შეიძლება ეს ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, ვინც ამას მოუსმენს, მაგრამ რატომ არ აძლევს UFC ჯონსს იმ ფინანსურ პატივისცემას, რასაც იმსახურებს? ჩემთვის ეს სიგიჟეა.
თუ ამ სპორტში ვინმე უნდა იღებდეს დიდ ფულს, ეს უნდა იყოს ჯონ ჯონსი იმის გამო, რაც მან გააკეთა და ამას მე ვამბობ.
თუ ვინმე უნდა იღებდეს ფულს ამ სპორტში, ეს ჯონ ჯონსია. ჩვენ ვსაუბრობთ კონორ მაკგრეგორსა და ჯონ ჯონსზე - ესენი არიან ის ბიჭები, ვინც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შემოსავალს ქმნიდნენ.
ისინი უნდა იღებდნენ იმ ანაზღაურებას, რასაც იმსახურებენ.“ - განაცხადა ბრიტანელმა მებრძოლმა.
,,თუ ასე ფიქრობთ, დღესვე გამათავისუფლეთ" - ჯონ ჯონსმა დანა უაითს უპასუხა