• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
,,თუ ასე ფიქრობთ, დღესვე გამათავისუფლეთ" - ჯონ ჯონსმა დანა უაითს უპასუხა
UFCUFC

,,თუ ასე ფიქრობთ, დღესვე გამათავისუფლეთ" - ჯონ ჯონსმა დანა უაითს უპასუხა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯონ ჯონსმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და UFC-ს პრეზიდენტ დანა უაითს უპასუხა.


,,ჰეი ყველას, მინდა გამოვეხმაურო დანა უაითის კომენტარებს გასულ შაბათ-კვირას, რადგან სიმართლე ჩემთვის და ფანებისთვის მნიშვნელოვანია.


დანა, შენ გაბრაზებული იყავი იმის გამო, თუ რატომ არ ვარ თეთრი სახლის ქარდზე, მაგრამ მოდი რაღაც გავარკვიოთ. ჩემი გუნდი და მე რეალურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს UFC-თან ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ნამდვილ მოლაპარაკებებს. მე კი ჩემს თავდაპირველ მოთხოვნილ თანხაზეც ჩამოვედი, და სანაცვლოდ რა შემომთავაზეს? დაბალი შეთავაზება.


დიახ, მაქვს თეძოს ართრიტი და ეს მტკივნეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ შემიძლია.


მაშ ასე, სწორად გავიგო: თუ მე დავთანხმდებოდი იმ დაბალ შეთავაზებას, უცებ ჩემი თეძოც კარგად იქნებოდა და თეთრი სახლის ქარდზეც ვიქნებოდი? ამას აზრი არ აქვს.


გასულ კვირას ღეროვანი უჯრედების პროცედურაც კი ჩავიტარე, რომ თეთრი სახლის ქარდისთვის მზად ვყოფილიყავი და სავარჯიშო ბანაკიც დღეს უნდა დამეწყო. მე ვემზადებოდი იმისთვის, რომ მზად ვყოფილიყავი.


მესმის, რომ ბიზნესში ხანდახან გარიგებები ვერ შედგება, მაგრამ საჯაროდ გამოსვლა და ისეთი რაღაცების თქმა, რაც სიმართლე არ არის, არ არის სწორი.


იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მე UFC-სთვის გავაკეთე - წლები, ტიტულის დაცვები, ბრძოლები - იმის მოსმენა, რომ მე „დავასრულე“, გულდასაწყვეტია. მით უმეტეს, როცა სულ ახლახან, პარასკევს, UFC მირეკავდა, რომ თეთრი სახლის ქარდზე დავემატებინე ბევრად დაბალი თანხის სანაცვლოდ.


თუ UFC ნამდვილად ფიქრობს, რომ მე დასრულებული ვარ, მაშინ პატივისცემით ვთხოვ, დღესვე გამათავისუფლონ ორგანიზაციიდან. აღარანაირი საუბრები და აღარანაირი თამაშები.


მადლობა ნამდვილ ფანებს, რომლებმაც იციან, რა ხდება.


Bones out." - წერს ჯონ ჯონსი X-ზე.


დანა უაითმა განაცხადა, რომ ჯონ ჯონსის ყოფნა თეთრი სახლის ღონისძიებაზე არც კი განიხილებოდა და სინამდვილეში მისი კარიერა უკვე დასრულებულია.


მედიაში კი იწერებოდა, რომ თეთრ სახლში შესაძლებელი იყო მძიმე წონაში ჯონ ჯონსისა და ალექს პერეირას დაპირისპირება გვეხილა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯონ ჯონსი
MMA
დანა უაითი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,თავდაპირველად ილია ამ ქარდზე არ უნდა ყოფილიყო" - უაითი თეთრი სახლის ღონისძიებაზე

•ქართული

ქართული

,,თავდაპირველად ილია ამ ქარდზე არ უნდა ყოფილიყო" - უაითი თეთრი სახლის ღონისძიებაზე
•ქართული

ქართული

ისლამი თუ გეიჯი - ვისთან ბრძოლა სურდა ილია თოფურიას თეთრ სახლში?

•ქართული

ქართული

ისლამი თუ გეიჯი - ვისთან ბრძოლა სურდა ილია თოფურიას თეთრ სახლში?
•ქართული

ქართული

სრული დომინაცია - ოლივეირა BMF ქამრის ახალი მფლობელია

•UFC

UFC

სრული დომინაცია - ოლივეირა BMF ქამრის ახალი მფლობელია
•UFC

UFC

გეიჯი: ,,ხუთშაბათს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ ვიჩხუბებდი"

•UFC

UFC

გეიჯი: ,,ხუთშაბათს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ ვიჩხუბებდი"
•UFC

UFC

News image

14 სთ წინ

,,თავდაპირველად ილია ამ ქარდზე არ უნდა ყოფილიყო" - უაითი თეთრი სახლის ღონისძიებაზე

News image

5 სთ წინ

ისლამი თუ გეიჯი - ვისთან ბრძოლა სურდა ილია თოფურიას თეთრ სახლში?

News image

08 მარ, 2026

სრული დომინაცია - ოლივეირა BMF ქამრის ახალი მფლობელია

News image

14 სთ წინ

გეიჯი: ,,ხუთშაბათს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ ვიჩხუბებდი"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება