ლას ვეგასში UFC 326 შედგა.
ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მსუბუქი წონის მებრძოლები, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა, BMF ტიტულისთვის დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა ბრაზილიელის სრული დომინაციით წარიმართა. ხუთივე რაუნდში ოლივეირა ჰოლოუეის პარტერში აკონტროლებდა და საბმიშენის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა მაქსი თავის დაცვას ახერხებდა.
საბოლოოდ ბრაზილიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (50-45, 50-45, 50-45) იმარჯვა და BMF ქამრის ახალი მფლობელი გახდა.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში კიდევ ერთმა ბრაზილიელმა, კაიო ბორალიომ რეინიერ დე რიდერი საშუალო წონის დაპირისპირებაში ასევე გადაწყვეტილებთ დაამარცხა.
სუპერმსუბუქ დივიზიონში რაულ როსას ჯუნიორმა რობ ფონტს გადაწყვეტილებით მოუგო, მსუბუქი წონის დაპირისპირებაში დრიუ დობერმა მაიკლ ჯონსონს მეორე რაუნდში დაუმთავრა ბრძოლა, საშუალო დივიზიონში კი გრეგორი როდრიგესმა პირველ რაუნდში მოუგო ბრუნო ფერეირას.
თოფურია თეთრ სახლში იბრძოლებს - UFC Freedom 250 ბრძოლები დასახელდა