14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე ჩანიშნული ბრძოლები ოფიციალურად გახდა ცნობილი.
ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია დროებითი ტიტულის მფლობელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა: ,,18-0" - წერს თოფურია.
ილიას კარიერაში 17 ბრძოლა აქვს მოგებული. ეს მისი ცნობილი მეთოდია, როცა ის თავისი მომავალი ბრძოლის შედეგს წინასწარ აცხადებს.
თოფურია თეთრ სახლში იბრძოლებს - UFC Freedom 250 ბრძოლები დასახელდა