უკვე ოფიციალურად, UFC-ის თეთრ სახლში გასამართი ღონისძიების ბრძოლები ცნობილია.
ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიას ვიხილავთ, რომელიც მსუბუქი წონის ქამარს დროებითი ტიტულის მფლობელ ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს.
ღონისძიებაზე კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა შედგება. მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის ერთმანეთს ალექს პერეირა და სირილ განე დაუპირისპირდებიან.
თეთრი სახლის მეინ ქარდზე 6 ბრძოლას ვიხილავთ:
ილია თოფურია - ჯასტინ გეიჯი
ალექს პერეირა - სირილ განე
შონ ო'მალი - აიემან ზაჰაბი
მაურისიო რუფი - მაიკლ ჩენდლერი
ბო ნიკალი - კაილ დაუკაუსი
დიეგო ლოპესი - სტივ გარსია
ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება.
,,18-0" - თოფურია თეთრ სახლში ჩანიშნულ ბრძოლაზე