UFC-ის ქვესაშუალო წონის მებრძოლმა, იან გარიმ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
,,მადლობა სპარინგისთვის, ჩემო ქართველო ძმაო" - წერს ქართულად ირლანდიელი და ამირან გოგოლაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
იან გარის ლოკაციად პარიზი აქვს მითითებული. როგორც ჩანს, ქართველმა და ირლანდიელმა სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში ისპარინგეს.
შეგახსენებთ, რომ იან გარი ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა და საჭიდაო უნარების გაუმჯობესებისთვის გორში ვარჯიშობდა.