ალექს პერეირა UFC-ის ტიტულზე უარს ამბობს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ უპრეცედენტო მესამე ქამრის მოპოვებას შეეცადოს.
ლეგენდარულ ბრაზილიელს მხოლოდ ოთხი ბრძოლა და ერთი წელი დასჭირდა UFC-ში, რათა 2022 წელს საშუალო წონის ტიტული მოეგო, როდესაც ისრაელ ადესანია დაამარცხა. ამ ქამრის დაკარგვის შემდეგ, ის ქვემძიმე წონაში გადავიდა, სადაც მეორე ტიტული მოიპოვა და შვიდ თვეში სამჯერაც დაიცვა.
ახლა, როგორც ჩანს, ის მძიმე წონაში გადასვლას აპირებს. დანა უაითმა ინსტაგრამ ლაივის მეშვეობით დაადასტურა, რომ UFC 327-ის მთავარ ბრძოლაში ირჟი პროჰასკა და კარლოს ულბერგი ერთმანეთს ახლად ვაკანტურ ქამარზე შეხვდებიან.
დანა უაითმა განაცხადა, რომ ალექს პერეირა ქვემძიმე წონის ქამარს ტოვებს, თუმცა პირდაპირ არ უთქვამს, რომ ორგზის ჩემპიონი მესამე ტიტულის მოსაპოვებლად მძიმე წონაში გადადის. მან ასევე დააანონსა, რომ მომავალ კვირას UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
პერეირას ნაცვლად, ყოფილი ჩემპიონი ირჟი პროჰასკა შეეცდება კვლავ მოიპოვოს ტიტული, ამისთვის კი ის მთავარ ბრძოლაში კონტენდერ კარლოს ულბერგს დაუპირისპირდება.