მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში იასპარეზებს.
"MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ჩემპიონი ჭიდაობის ახალ მთავარ სცენაზე მოდის.
მერაბ დვალიშვილი RAF08-ის მთავარ ბრძოლაში ფილადელფიაში იასპარეზებს. მეტოქის ვინაობა მალე გამოცხადდება." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
RAF08 18 აპრილს გაიმართება. RAF-თან კონტრაქტი ალჯამეინ სტერლინგმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ჰენრი სეხუდომ, არმან ცარუკიანმა, გივი მაჭარაშვილმა და ბო ნიკალმაც გააფორმეს.
