დანა უაითმა განაცხადა, რომ ჯოშ ჰოკიტისა და დერიკ ლუისის ბრძოლა UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებას დაემატა.
ჯოშ ჰოკიტი ბრძოლას საავადმყოფოში წასვლამდე დათანხმდა, დონალდ ტრამპმა კი პირადად მოითხოვა, რომ დერიკ ლუისი ამ ქარდზე ყოფილიყო. დანა უაითის თქმით, მას არ სურდა თეთრი სახლის ღონისძიებაზე დამატებითი ბრძოლების ჩასმა, მაგრამ დონალდ ტრამპმა სთხოვა.
ერთი საათით ადრე პრეზიდენტმა მითხრა: ‘რატომ არ არის დერიკ ლუისი თეთრი სახლის ქარდზე?’
მე ვუთხარი: ‘5 წუთში დავბრუნდები.’ ნიკ მეინარდს ვუთხარი, დერიკისთვის ბრძოლა მოეძებნა.
შემდეგ ჰოკიტის ბრძოლა ჩატარდა, მე ნიკი მივიყვანე და ვუთხარი: ‘მიდი მასთან და დაელაპარაკე.’“ - განაცხადა უაითმა.
თეთრი სახლის ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
UFC-ის ქვემძიმე წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს