ილია თოფურია პატივს სცემს ისლამ მახაჩევის კარიერულ მიღწევებს და მას ნამდვილ ტალანტს უწოდებს.
,,თავადაც კი მაინტერესებს საკუთარი თავის გამოცდა ადამიანთან, რომელიც თავის დივიზიონში ამდენი ხნის განმავლობაში დომინირებდა, რადგან ის ჩემპიონი იყო იმ დივიზიონში, სადაც მე ვარ.
რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე საკუთარი თავის გაზომვა ისეთ მეტოქესთან, რომელსაც ასეთი რეზიუმე აქვს?
მე ამას სუფთად სპორტული თვალსაზრისით ვუყურებ. ისლამს ვთვლი ტალანტად, ადამიანად, რომელსაც ოქტაგონში რეალური უნარები აქვს და ამის ჩემს უნარებთან შერწყმამ შეიძლება შექმნას ძალიან, ძალიან საინტერესო ბრძოლა ყველასთვის.“ - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
,,შესაძლოა წლის ბოლოს შედგეს" - თოფურია მახაჩევთან ბრძოლაზე