• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
Los Topuria - HBO Max-მა პრემიერის თარიღი დაასახელა
ქართულიქართული
UFCUFC

Los Topuria - HBO Max-მა პრემიერის თარიღი დაასახელა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

HBO Max-მა UFC-ის ვარსკვლავ ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის გამოსვლის თარიღი გამოაცხადა.


9 თვის წინ გამოჩნდა Los Topuria-ს თრეილერი, რომელიც ილიას ცხოვრების შიდა ამბებს გვპირდებოდა. HBO Max-ის ახალი პრესრელიზის მიხედვით, Los Topuria ივნისში გამოვა და სამ 50-წუთიან ეპიზოდს მოიცავს.


ეს იდეალურად ემთხვევა თოფურიას დიდ ბრძოლას UFC-ის ღონისძიებაზე თეთრ სახლში, სადაც ის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება მსუბუქი წონის ტიტულისთვის.


„თოფურიას ოჯახი ივნისში HBO Max-ზე მოდის. UFC-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ილია თოფურია, მისი ოჯახი და მისი უახლოესი გარემოცვა ახალ პროექტში მონაწილეობენ, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს ქართველ-ესპანელი მებრძოლის გზას ქვემსუბუქი წონის ქამრის მოპოვებიდან დღემდე, როცა ის 14 ივნისს, თეთრ სახლში UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ღონისძიების სათავეში ჩასადგომად ემზადება.“ - ნათქვამია პრესრელიზში.


Señor Mono-ს მიერ HBO Max-ისთვის შექმნილი ახალი დოკუმენტური სერიალი Los Topuria სამი 50-წუთიანი ეპიზოდისგან შედგება, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ივნისში პლატფორმაზე ყველა იმ რეგიონში, სადაც ის გლობალურად არის წარმოდგენილი.


Señor Mono არის იგივე კომპანია, რომელმაც შექმნა დოკუმენტური ფილმი Matador, რომელიც 2024 წელს გამოვიდა და ილიას UFC-ში გამოჩენიდან ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვებამდე გზას ასახავდა.


ის ფილმი ძალიან კარგი იყო, თუმცა არ წარმოადგენდა სრულად დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც ილიას პირად ცხოვრებაში არსებულ რეალურ დრამას აჩვენებდა. საინტერესო იქნება, ჩაუღრმავდება თუ არა Los Topuria ქართველი სპორტსმენის ბოლოდროინდელ რთულ განქორწინებას.


მაყურებელი შეძლებს თოფურიას დიდებისკენ მიმავალი გზის ნახვას. გზა, რომელიც სავსეა მსხვერპლით, შრომითა და დისციპლინით, სადაც მას ყოველ ნაბიჯზე მხარს უჭერდნენ მისი მთავარი საყრდენები: ოჯახი, უახლოესი მეგობრები და მწვრთნელთა გუნდი.


სერიალის განმავლობაში Los Topuria მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს ამ სპორტული ლეგენდის უფრო პირად მხარეს, როგორც ოქტაგონზე, ისე მის გარეთ - აჩვენოს მისი ცხოვრება, როგორც მამის, შვილის, ძმის, მეგობრისა და ბიზნესმენის, რომელსაც მისი ახლო წრე მართავს.“ - ნათქვამია პრესრელიზში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ილია თოფურია
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!

•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!
•UFC

UFC

მწვერვალიდან დაცემა - ისრაელ ადესანია

•UFC

UFC

მწვერვალიდან დაცემა - ისრაელ ადესანია
•UFC

UFC

მახაჩევი: „დავიღალე თოფურიას მოგონილი ისტორიებით"

•ქართული

ქართული

მახაჩევი: „დავიღალე თოფურიას მოგონილი ისტორიებით"
•ქართული

ქართული

თოფურია: ,,ვიცოდი, რომ ისლამთან უნდა მებრძოლა"

•ქართული

ქართული

თოფურია: ,,ვიცოდი, რომ ისლამთან უნდა მებრძოლა"
•ქართული

ქართული

News image

02 აპრ, 2026

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!

News image

06 აპრ, 2026

მწვერვალიდან დაცემა - ისრაელ ადესანია

News image

07 აპრ, 2026

მახაჩევი: „დავიღალე თოფურიას მოგონილი ისტორიებით"

News image

06 აპრ, 2026

თოფურია: ,,ვიცოდი, რომ ისლამთან უნდა მებრძოლა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება