UFC-ს ქვე-საშუალო წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი, ილია თოფურიას ახალ განცხადებას გამოეხმაურა.
ქართველის თქმით, ის იძინებდა ფიქრით, რომ თეთრ სახლში მახაჩევთან ჰქონდა ბრძოლა, თუმცა დილას დახვდა ინფორმაცია, რომ მახაჩევს კი არა, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
თოფურია: ,,ვიცოდი, რომ ისლამთან უნდა მებრძოლა"
ამ ინფორმაციას მახაჩევი სოციალურ ქსელში მალევე უპასუხა:
დავიღალე თოფურიას და მისი გუნდის მოგონილი ისტორიებით. დამირეკეს და თეთრ სახლში ბრძოლას დავთანხმდი. მეორე დღეს, მითხრეს, რომ მან არარეალური თანხა მოითხოვა, UFC-სგან უარი მიიღო და ბრძოლაზე უარი თქვა. მეტი არც არაფერი მომხდარა. ეს მისმა მენეჯერმაც დაადასტურა.
ილია, მორჩი ლაპარაკს. ყველა ინტერვიუში სხვადასხვა ისტორიას ყვები. შენ ჩაეხსენი ბრძოლიდან და შენც კარგად იცი ეს.