სანტიაგო ლუნასთან ურთულესი დაპირისპირებისა და განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია კლინიკაში გადაიყვანეს.
MMA Mania-ს ცნობით, ჰოსპიტალიზაცია პრევენციულ ხასიათს ატარებდა, სპორტსმენს თავისა და სახის არეში კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ჩაუტარდა. საბედნიეროდ, დეტალური სამედიცინო შემოწმების შედეგად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და თოფურიამ დაწესებულება მალევე დატოვა.
მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წაგებულ ბრძოლაში სტატისტიკა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა: ალექსანდრემ მეტოქისგან 142 მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, თავად კი საპასუხოდ მხოლოდ 65 დარტყმის განხორციელება შეძლო. ასეთი სხვაობისა და შედეგის მთავარი მიზეზი ის უმძიმესი ტრავმაა, რომელზეც ილია და ალექსანდრე თოფურიებმა ბრძოლის დასრულების შემდეგ ისაუბრეს. ქართველმა მებრძოლმა დაპირისპირების საწყის ეტაპზევე მხარი ამოიგდო, რამაც მის შესაძლებლობებზე გადამწყვეტი უარყოფითი გავლენა იქონია.
სანტიაგო ლუნასთან წაგება ალექსანდრე თოფურიასთვის UFC-ში პირველი, ხოლო პროფესიონალურ MMA კარიერაში მეორე მარცხი იყო.