კატარში UFC-ის ღონისძიებაზე დაძაბული და სანახაობრივი ორთაბრძოლები შედგა.
მთავარი ბარათის პირველი 4 ბრძოლა სრული დისტანციით გაგრძელდა. იკრამ ალისკეროვმა, კიოჯი ჰორიგუჩიმ, დენ ჰუკერმა და კევინ ვალიეხოსმა მნიშვნელოვან დაპირისპირებებში გამარჯვებები მოიპოვეს. საღამო კი ნავახო სტირლინგმა დაასრულა, რომელმაც ირჟი პროხაზკა შთამბეჭდავი ნოკაუტით დაამარცხა.
ნავახო სტირლინგმა ირჟი პროხაზკა ნოკაუტით დაამარცხა - მე-2 რაუნდის 4:58 წუთზე, მარჯვენა ხელის დარტყმით და ღონისძიება შთამბეჭდავი გამარჯვებით დახურა.
კევინ ვალიეხოსმა ალჯამეინ სტერლინგს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო - 30-27, 30-27, 29-28, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალჯამეინ სტერლინგს გამარჯვება მოპარეს.
დენ ჰუკერმა ბრაიან ორტეგა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა - 30-27, 30-27, 30-27. ამ მარცხის შემდეგ ორტეგამ ხელთათმანები ოქტაგონზე დატოვა და კარიერა დაასრულა.
კიოჯი ჰორიგუჩიმ ასუ ალმაბაევს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო - 30-27, 30-27, 29-28, - იკრამ ალისკეროვმა კი ჯარედ კანონიერს ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა -30-27, 30-27, 30-27.
რაც შეეხება წინასწარი ქარდის ბოლო ბრძოლას, ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით - 30-27, 28-29, 29-28 დამარცხდა.
ალექსანდრე თოფურიას მარცხის მიზეზი ტრავმაა?