UFC Qatar-ზე ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა და გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ქართველისა და მექსიკელის სამრაუნდიანი ბრძოლა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება ლუნას მიანიჭეს.
მსაჯებმა დაპირისპირება შემდეგნაირად შეაფასეს:
30-27
28-29
29-28
ერთი მსაჯის აზრით, ლუნამ სამივე რაუნდი მოიგო. მე-2 მსაჯის აზრით, თოფურიამ ორი რაუნდი მოიგო, ხოლო მე-3 მსაჯის მიხედვით, ლუნა ორ რაუნდში უკეთესი იყო.
ეს ალექსანდრესთვის UFC-ში პირველი მარცხია, აქამდე კი ორგანიზაციაში 2 მოგება აქვს, ჯამში კი კარიერაში თოფურიამ მეორე მარცხი განიცადა.
ალექსანდრე თოფურიას MMA რეკორდი ამ მომენტისთვის 7 გამარჯვებასა და 2 წაგებას მოიცავს.