იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გიგა ჭიკაძე UFC-ში აღარ იბრძოლებს - ორგანიზაცია 3 მებრძოლს დაემშვიდობა
ქართულიქართული
UFCUFC

გიგა ჭიკაძე UFC-ში აღარ იბრძოლებს - ორგანიზაცია 3 მებრძოლს დაემშვიდობა

36 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წელს UFC განსაკუთრებით დაუნდობელი აღმოჩნდა და ეს მხოლოდ ოქტაგონზე გამართულ ბრძოლებს არ ეხება.


ორგანიზაცია მებრძოლთა შემადგენლობის გადახალისებასაც საკმაოდ მკაცრად აგრძელებს. მიმდინარე წელს პრომოუშენი მოულოდნელად დაემშვიდობა ისეთ პერსპექტიულ მებრძოლებს, როგორიც დაუმარცხებელი ფარიდ ბაშარატია, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა.


UFC-ის შემადგენლობა დატოვეს რეიტინგის მაღალ პოზიციებზე მყოფმა მებრძოლებმაც, მათ შორის ვირნა ჟანდირობამ და ნორმა დიუმონმა.


ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება, ორგანიზაციამ მებრძოლთა შემადგენლობის მორიგი შემცირების ფარგლებში კიდევ 3 სპორტსმენთან შეწყვიტა თანამშრომლობა.


UFC Roster Track-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციამ გიგა ჭიკაძე, დუგლას სილვა დე ანდრადე და უილიამ გომისი გაათავისუფლა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ადამ მარტინმაც დაადასტურა.


მიუხედავად იმისა, რომ სამივე მებრძოლმა UFC-ში საკუთარი კვალი დატოვა, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მათ შორის ყველაზე ცნობილი სახელი გიგა ჭიკაძეა.


ქართველი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის წევრი 2019 წლიდან იყო. ჭიკაძის დებიუტი ორგანიზაციაში 2019 წელს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ UFC Fight Night 160-ზე შედგა, სადაც ბრენდონ დევისი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.


ამის შემდეგ ქართველმა მალევე დაიმკვიდრა თავი დივიზიონის ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლად.


გიგა ჭიკაძემ შთამბეჭდავი გამარჯვებების სერია შემოგვთავაზა და ისეთი ცნობილი მებრძოლები დაამარცხა, როგორებიც კაბ სვონსონი და ედსონ ბარბოზა არიან.


გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართველი UFC-ის მომავალ ჩემპიონადაც კი განიხილებოდა.


თუმცა 2022 წლის იანვარში კალვინ კატართან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით განცდილი მარცხი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა.


კატართან წაგების შემდეგ ჭიკაძემ გამარჯვების გზაზე დაბრუნება მოახერხა და 2023 წლის აგვისტოში ალექს კასერესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თუმცა ეს UFC-ში მისი უკანასკნელი გამარჯვება აღმოჩნდა.


2024-2026 წლებში გიგა ჭიკაძემ ზედიზედ 4 ბრძოლა წააგო. ქართველი ჯერ არნოლდ ალენთან დამარცხდა, შემდეგ დევიდ ონამასთან, კევინ ვალეხოსთან და ბოლოს ჟოანდერსონ ბრიტოსთან.


UFC-დან გათავისუფლების შემდეგ ჭიკაძეს საკუთარ მომავალზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ქართველმა ცოტა ხნის წინ აბუ-დაბიში გამართულ RAF-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ზაბიტ მაგომედშარიპოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა.


შესაძლოა, ჭიკაძემ კარიერის გაგრძელება თავისუფალ ჭიდაობაში სცადოს. ამასთან, მისთვის რეალურ ვარიანტებად PFL-ში გადასვლა ან კრივში ძალების მოსინჯვაც განიხილება.


რაც შეეხება UFC-დან გათავისუფლებულ დანარჩენ ორ მებრძოლს, დუგლას სილვა დე ანდრადე და უილიამ გომისიც ორგანიზაციაში საკმაოდ ცნობილ სპორტსმენებად ითვლებოდნენ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გიგა ჭიკაძე
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?

•ქართული

ქართული

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?
•ქართული

ქართული

VIDEO: ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა

•ქართული

ქართული

VIDEO: ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა
•ქართული

ქართული

VIDEO: ალექსანდრე თოფურია vs სანტიაგო ლუნა - ბოლო პირისპირ დგომი შედგა

•ქართული

ქართული

VIDEO: ალექსანდრე თოფურია vs სანტიაგო ლუნა - ბოლო პირისპირ დგომი შედგა
•ქართული

ქართული

,,ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის" - ილია თოფურიას წერილი ალექსანდრეს

•ქართული

ქართული

,,ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის" - ილია თოფურიას წერილი ალექსანდრეს
•ქართული

ქართული

News image

19 ნოე, 2026

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?

News image

20 ნოე, 2026

VIDEO: ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა

News image

17 სთ წინ

VIDEO: ალექსანდრე თოფურია vs სანტიაგო ლუნა - ბოლო პირისპირ დგომი შედგა

News image

16 სთ წინ

,,ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის" - ილია თოფურიას წერილი ალექსანდრეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება