მერაბ დვალიშვილმა ნინა დრამასთან საუბარში გაამხილა, რომ, დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე სონგ იადონგი იქნება.
დვალიშვილის თქმით, შონ ო’მალი, სავარაუდოდ, პიოტრ იანთან რევანშს გამართავს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის.
იმედი მაქვს, მალე მომეცემა ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა. ვფიქრობ, სონგ იადონგს უნდა შევხვდე. ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნებოდა, მართლაც ძალიან კარგი დაპირისპირება.
პიოტრ იანთან რევანშის შესახებ დასმულ კითხვაზე მერაბმა უპასუხა:
შესაძლოა. ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება ხალხს და რა სურთ გულშემატკივრებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში გამართულ ბრძოლაში, პიოტრ იანთან ტრილოგიაში დამარცხდა.